ბუნება მბრძანებელია.


Saturday, May 8, 2010

ირმა ნეფარიძე

1.პროექტის სახელი: "ტყე შეუნახე შვილებსა"
2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ ტყის მნიშვნელობას ადამიანისათვის.რგავენ საკუთარი სახელობის ხეებს.ალამაზებენ გარემოს.იცავენ ბუნებას.
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები იძიებენ ყოველგვარ ინფორმაციას ტყისა და ხის დანიშნულების შესახებ.იკვლევენ თუ როგორ იზრდება ხეები,რა პირობებია საჭირო მის გასაზრდელად.რა სარგებლობა მოაქვს ხე-ტყეს ადამიანისათვის.რა პრობლემებს უქმნის ადამიანი ტყეს.როგორი ტიპის ტყეები და როგორი ჯიშის ხეები არსებობს.ტყის რა სიმდიდრეებს ფლობს საქართველო.რა კეთდება მისი მოვლა-პატრონობისათვის.როგორ უნდა გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ ტყეს რა მდგომარეობაა ამ მხრივ სხვა ქვეყნებში. ავლებენ პარალელს ჩვენსა და სხვა ქვეყნებს შორის. .რომელი მცენარეები და ცხოველებია შეტანილი წითელ წიგნში.გავაცნობ წითელ წიგნს.ვაწყობთ ექსკურსიას,ეწვევიან ბოტანიკურ ბაღს,პარკებს და დაცულ ტყეებს.აღწერენ ამ ადგილების თავისებურებებს,ასახავენ ფოტოზე,ვიდეოფირზე.აჯამებენ მიღებულ შედეგებს და ინფორმაციას.რგავენ ოთახის ყვავილებს ქოთნებში და ქმნიან ორანჟერიებს საკლასო ოთახში,დერეფნებში სახლებში.აკვირდებიან მათ ზრდა-განვითარებას.აკეთებენ ყვავილების ალბომს,ქმნიან ნახატებს,აწყობენ ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას და აღებულ თანხას საქველმოქმედო მიზნით იყენებენ. რგავენ საკუთარი სახელობის ხეებს და უვლიან მას.იძიებენ ლეგენდებს და ზღაპრებს ტყის შესახებ.
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები: მე-4 კლასები.
5.ვადები/ხანგრძლივობა: ხუთი თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინტერნეტისა და დამხმარე ლიტერატურის საშუალებით შესაბამისი მასალის მოძიება და გაანალიზება. პრეზენტაციები,დისკუსიის გამართვა,ფოტომასალის შეგროვება და გამოფენა.პლაკატისა და კედლის გაზეთის გაკეთება.მცენარეების შერჩევა და დარგვა. ნანახი ადგილების გეოგრაფიული მდებარეობის შესწავლა.მოსწავლეებში კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.ტარდება გაკვეთილები ეკოლოგიურ თემაზე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროექტები რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვები უკეთ გაეცნობიან ბუნებას.შეიყვარებენ მას.გამოიყვანენ ახალ ნერგებს.გაამწვანებენ საკუთარ გარემოს.გაიღრმავებენ ცოდნას გეოგრაფიაში(შეისწავლიან სხვადასხვა ტყეების ადგილმდებარეობას),ისტორიაში(შეისწავლიან დაცული ტყეების ისტორიას),ბიოლოგიაში(შეისწავლიან ფლორას და ფაუნას),ქართულში(მოიძიებენ იმ ნაწარმოებებს, სადაც ნახსენებია მცენარეებისა და ცხოველების გადაშენების პირას მისული სახეობანი).აწყობენ ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას,კეთდება ფოტო და ვიდეო კოლაჯები,სტენდები,ეკსკურსიები.სკოლაში იქმნება ლამაზი,მშვენიერი გარემო.მოსწავლეები გამოიმუშავებენ კვლევისა და შრომის უნარს,ჩამოუყალიბდებათ ძიების სურვილი და უნარი.განუვითარდებათ კომუნიკაციის,აზრთა ურთიერთგაზიარების,შეჯერების და დაკვირვების უნარი.ისინი მეტს გაიგებენ ტყის შესახებ.შექმნიან ორანჟერიებს,რაც სასიამოვნო სანახავი იქნება როგორც იქ მომუშავეთათვის,ისე სხვებისათვის.
8.სარგებელი სხვებისთვის: გაჯანსაღდება ეკოლოგიური გარემო,გალამაზდება სკოლის ეზო,რომელიც ხალისიან განწყობას შეუქმნის სკოლაში მყოფ ადამიანებს.რომელიც გარკვეულ ესთეტიკურ სიამოვნებას მიანიჭებს მნახველს.სხვებსაც გაუჩნდებათ სურვილი,შექმნან სასიამოვნო გარემო.გაიზრდება მოსწავლეებში პასუხისმგებლობა გარემოსადმი,იქნებიან მზრუნველნი მათ მიერ დარგული ხეებისადმი.მიიღებენ გამოცდილებას ბუნების მოვლის საქმეში.ისინი თავის წვლილს შეიტანენ საქართველოს ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებაში.დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ ბევრი გაიგონ ტყის შესახებ.მოსწავლეები მიაწვდიან ინფორმაციას ნებისმიერ მსურველს და თავადაც გაუჩნდებათ სურვილი უკეთ გაეცნონ ბუნების საიდუმლოს.
9.სამუშაო ენა: ქართული.
10.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტის საშუალებით ხდება ინტეგრირება სხვა საგნებთან.ყველა გაკვეთილს ექნება კონკრეტული მიზანი, გამომდინარე ეროვნული სასწავლო გეგმიდან.
11.მონაწილეები სხვა კლასებიდან
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი: ირმა ნეფარიძე.
13.პროექტის ფასილიტატორის ელფოსტა: irmaneparidze@gmail.com
14.პროექტ ფორუმი
15.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: irmaneparidze.blogspot.com

No comments:

Post a Comment